საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი XX საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2026 წლის 29-30 ივნისს გამართავს პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ XX საფაკულტეტო  სამეცნიერო კონფერენციას. 

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2026 წლის 20 მაისამდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: conference.hum@tsu.ge

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

 

იხ. თეზისების გაფორმების წესი:

გაერთიანებულ დოკუმენტში  (MS Word) გთხოვთ  შეიტანოთ შემდეგი მონაცემები:

ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;

თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;

ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;

თეზისების ძირითადი ტექსტი   (MS Word-ით და pdf-ფორმატით) ქართულად და ინგლისურად;

3-5  საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;

ფორმატი — A4

შრიფტი —  UNICODE (Sylfaen)

თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო,  ახალი გვერდიდან,  12 ზომის შრიფტით.

ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

თეზისის მოცულობა:  300 სიტყვა.

თავფურცელი გააფორმეთ  შემდეგი თანმიმდევრობით:

ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;

ბოლოს — საკვანძო სიტყვები.

 

 

საკონტაქტო პირი:   ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

 

თარიღი: 23/01/2026